—კალიუმის სასუქი (20%)
შემოდგომაზე მცენარეებს განსაკუთრებით სჭირდებათ კალიუმი — ეს არის ის ელემენტი, რომელიც ამაგრებს ღეროებსა და ფესვებს, აუმჯობესებს ყვავილობასა და ნაყოფის ხარისხს და ზრდის მცენარის გამძლეობას სიცივისა და დაავადებების მიმართ. სწორედ ამიტომ გირჩევთ ფოთასიო რუთს — კალიუმის კონცენტრირებულ სასუქს 20%-იანი შემცველობით.
გამოსაყენებლად საკმარისია 1 სუფრის კოვზი 10 ლიტრ წყალზე. შეგიძლიათ შეასხუროთ ფოთლებზე (მხოლოდ საღამოს, პირდაპირი მზის სხივების გარეშე) ან მარტივად მოირწყოთ ფესვთან. შესაფერისია ყველა სახის ბაღის მცენარისთვის — ვარდები, დეკორატიული ბუჩქები, ხეხილი, კენკროვნები (მარწყვი, მოცხარი, ჟოლო და სხვა).