ბიოპრეპარატი
მეტარიზიუმი
ბიოინსექტიციდი ნიადაგის მავნებლებისთვის
10 ₾ / 1 ლ
აღწერა
მეტარიზიუმი პირველ რიგში ნიადაგში მცხოვრები მავნებლების სტადიებზე მოქმედებს. ის აზიანებს ლარვებსა და პუპებს, აღწევს მათ სხეულში და თანდათან ანადგურებს.
ეფექტურობა
განსაკუთრებით ეფექტურია:
- მავთულას წინააღმდეგ
- მაისის ხოჭოს ლარვების წინააღმდეგ
- ტრიპსების ზამთრის სტადიების წინააღმდეგ
- სხვა ნიადაგში მცხოვრები მავნებლების წინააღმდეგ
უპირატესობები
- მუშაობს იქ, სადაც ქიმიური საშუალებები ხშირად ვერ აღწევს — ნიადაგის სიღრმეში
- აუმჯობესებს ნიადაგის მიკრობიოტას
- აძლიერებს მცენარის ჯანმრთელობას
- არ არღვევს ბაღის ეკოსისტემის ბალანსს
კომბინაცია ბოვერიასთან
ერთად ეს ორი სოკო იძლევა მავნებლების უფრო სრულ კონტროლს. მეტარიზიუმი მუშაობს ნიადაგში, ხოლო ბოვერია მცენარის ზედაპირზე, რაც ქმნის ბუნებრივ დაცვას.
შეკვეთა