ბიოპრეპარატი
კორნესილი
თხევადი ორგანული სასუქი
10 ₾
აღწერა
რისთვის გამოიყენება
კორნესილი ეხმარება მცენარეს ახალი ფესვების სწრაფად განვითარებაში. ის შეუცვლელია ვარდის კალმების ფესვგადგმისას, ღია ფესვთა სისტემის მქონე ნერგების დარგვა-გადარგვისას, ასევე თესლის, ბოლქვებისა და ტუბერების დარგვამდე დამუშავებისთვის.
როგორ მუშაობს
- შემადგენლობაში შემავალი ბუნებრივი აუქსინები და ნატრიუმის ჰუმატი ატირებს და ასტიმულირებს ახალი ფესვების წარმოქმნას. პარალელურად, სასარგებლო მიკროფლორა, ამინომჟავები, ფერმენტები და 80-ზე მეტი მიკროელემენტი აჯანსაღებს ნიადაგს ფესვის გარშემო. შედეგი არის ორმაგი: სწრაფი ფესვგამოღება და ჯანსაღი საწყისი გარემო მცენარისთვის.
- რისთვის არის განკუთვნილი
- ვარდის კალმებისა და ნერგებისთვის
- ხეხილის, კენკროვანი და დეკორატიული მცენარეების ნერგებისა და კალმებისთვის
- ყვავილოვანი კულტურების ჩითილებისთვის
- თესლის, ბოლქვებისა და ტუბერებისთვის.
გამოყენების წესი და დოზირება
- ყვავილოვანი კულტურების ჩითილები: 2 გრ / 1 ლ წყალზე (ხარჯვა: 1 ლ ხსნარი 20 მცენარეზე). მორწყეთ ძირში, დარგვისთანავე.
- ხეხილის, კენკროვანი და დეკორატიული მცენარეების ნერგები: 2 გრ / 1 ლ წყალზე (ხარჯვა: 0,5–1 ლ მცენარეზე). ჩაალბეთ ფესვები 6–12 საათით დარგვამდე.
- კალმები: 10–20 გრ / 50 კალამზე. კალმის ქვედა ჭრილობა ერთჯერადად ჩაყავით ფხვნილში პირდაპირ დარგვამდე.
- თესლი, ბოლქვები, ტუბერები: 2 გრ / 1 ლ წყალზე. ჩაალბეთ 30–40 წუთის განმავლობაში.
თავსებადობა და რეკომენდაციები
დარგვის სწორი თანმიმდევრობა: კორნესილი (ჭრილობაზე ან ფესვების ჩალბობით) ➔ დარგვა ნიადაგში ➔ მიკორიზას პირდაპირი დასხმა ფესვებზე ➔ მორწყვა და მულჩირება.
ყურადღება: არ გამოიყენოთ სპილენძის შემცველ პრეპარატებთან ან ძლიერ ფუნგიციდებთან ერთად იმავე დღეს, რადგან ეს ხელს უშლის ფესვისა და მიკორიზას სრულყოფილად ჩამოყალიბებას.
შეკვეთა